ფოთში, აკაკი წერეთლისა და წმინდა გიორგის ქუჩებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესი იცვლება

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის რკალიდან აკაკი წერეთლის ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ცალმხრივად გადაადგილება გურიის ქუჩის მიმართულებით.

“გურიის ქუჩიდან წმინდა გიორგის ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ცალმხრივად გადაადგილება შოთა რუსთაველის რკალის მიმართულებით. ასევე, 28 აგვისტოდან ამოქმედდება სექციური სიჩქარის ვიდეო კონტროლის კამერები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.