ფოთში არტ-თერაპიის წრე იხსნება

  • 2 ოქტომბრიდან ფოთში არტ-თერაპიის წრე იხსნება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სრულიად უფასოდ ისარგებლებენ ფოთში მცხოვრები აუტისტური სპექტრის, განვითარების ზოგადი აშლილობის მქონე ბავშვები 6 წლიდან.

“თერაპიები, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 6 თვის მანძილზე გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სასწავლებელში. განაცხადები მიიღება 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. “-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ბავშვის ფოტოსურათი (3×4);
  • მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

დოკუმენტაციის წარდგენა შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: samxatvrosaswavlebeli@gmail.com