ფოთში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

  • ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 885 000 ლარს შეადგენს.

საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. პრაიმ ბეტონი ახორციელებს.