- დღეს, ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრისა და ეიპიემ ტერმინალს ფოთის ორგანიზებით გაიმართება პირველი ერთობლივი დასაქმების ფორუმი.
ფოთის პორტის ინფორმაციით, ფორუმი საშუალებას მისცემს საზღვაო, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და კომპანიებს, გააცნონ დამსწრე აუდიტორიას სექტორში მიმდინარე სიახლეები, არსებული ვაკანსიები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები.