ფოთში კამპანია “არა ბავშვთა ძალადობას, ძალა უფლებას“ გაიხსნა

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ძალადობის პრევენციის ფარგლებში, კამპანია – ,,არა ბავშვთა ძალადობას, ძალა უფლებას“ გაიხსნა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, 19-30 ნოემბერს, ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში გაიმართება ძალადობის შესახებ თემატური ლექცია-საუბრები, დისკუსიები, საჯარო დებატები, კლასის საათები; მოეწყობა გამოფენები და ვიდეორგოლების ჩვენება.

კამპანია თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა,სადაც შეკრებილ საზოგადოებას ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუა მიესალმა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაცია და ჩაატარეს ინტერაქციული თამაში.

კამპანია ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.