ფოთში კვირაცხოვლობის დღესასწაული და ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების იუბილე აღნიშნეს

  • ფოთში კვირაცხოვლობის დღესასწაული და ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების (ენკენიობის) 10 წლის იუბილე აღინიშნა.

საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.

აღსანიშნავია,რომ ტაძრის სამრევლო დარბაზს ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა, სადაც ტაძრის ისტორიის ამსახველი ფოტო-მასალის გამოფენა მოეწყო.

ტაძრის ეზოში ქალაქ ქუთაისის თეიმურაზ კობახიძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.

ფოთის საკათედრო ტაძრის დღესასწაულს ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე-ალექსანდრე ტყებუჩავასთან, ეპარქიის სასულიერო პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.