ფოთში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

  • ფოთში, სადღესაწაულო დღეები 23 დეკემბერს ანსამბლ “ალილოს” და ჯგუფ “გუფი ლენდის” – საკონცერტო პროგრამით გაიხსნა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღე იმართება. მოსულ მაყურებელს შეუძლია დაესწროს კონცერტებს, საბავშვო და გასართობ ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს გამოფენა-გაყიდვებში.