ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლება, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, ორი მოქალაქე, მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოავლინეს.

“სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ კეფალის სახეობის 34,65 კილოგრამი თევზი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავი, ჩოგანბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა, 3 ერთეული აკუმულატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.