ფოთში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

  • ქალაქ ფოთში, წელს უკვე მეორედ, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თამაშში მონაწილეობდა 16 გუნდი, რომელთა შორის გამარჯვებული – გუნდი “დრაქსი” გახდა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფეინთბოლის ეროვნულ ჩემპიონატში.

ჩემპიონატი, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.