ფოთში, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

  • ფოთში, წყალარინების პროექტის ფარგლებში, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დუმბაძის ქუჩაზე, რომელიც სტადიონის და სასაფლაოს ტერიტორიამდე მისასვლელი გზაა, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

“პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით.

ფოთის მერიისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ ქუჩებზე, სადაც წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა, სწრაფად მოხდეს გზის რეაბილიტაცია. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რამდენიმე ქუჩაზე გაგრძელდება გზის სავალი ნაწილის მოწყობის სამუშაოები.’-აღნიშნულია ინფორმაციაში.