ფოთში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

  • ფოთში, ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გრძელდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევას და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ ქალებს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს.

“ჩაერთე კონკურსში და შეავსე საკონკურსო განაცხადი 28 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით. პროგრამას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/4p5h3k3p