ფოთში 150-მდე დევნილ ოჯახს სასურსათე კალათა გადაეცა

  • ფოთს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფოს ჯილდოთი, საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა.

მადლობის სიგელები გადაეცა აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენებს, პედაგოგებსა და ქალაქ ფოთში განსახლებულ საზოგადოებრივად აქტიურ დევნილებს.

დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ინიციატივით, 150 -მდე დევნილ ოჯახს სასურსათე კალათა გადაეცა საჩუქრად.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს