ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის “ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის სტატუსი მიენიჭა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული, ნომინაციაში “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გახდა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2022 წლის კონკურსში შესული 47 საკონკურსო განაცხადიდან, პროგრამის მმართველმა კომიტეტმა 15 განაცხადი საუკეთესო პრაქტიკად აღიარა.

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება თბილისში, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა.

2021-2022 წლების კარგი პრაქტიკების კონკურსი ტარდება ევროკავშირის (EU), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს კონგრესთან პარტნიორობით.