წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში და რეგიონულ შეჯიბრში მონაწილე წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.

ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, მოადგილესთან ლექსო თოდუასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად შეხვდა: სპორტის სახეობა კარატეში – 27-30 აპრილს, ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის მე-13 ჩემპიონატის პრიზიორებს:

  • ნინო ლიპარტიას – უმცროს ასაკში ევროპის ჩემპიონი;
  • ილია ტრაპაიძეს – უმცროს ასაკში II საპრიზო ადგილი;
  • ლაშა კუპრავას – უმცროს ასაკში III საპრიზო ადგილი;
  • მიხეილ კუკავას – უმცროს ასაკში III საპრიზო ადგილი;
  • ლიზი კუპრავას – ჭაბუკთა შორის III საპრიზო ადგილი
  • მწვრთნელი – ცეზარ სულამანიძე.
  • მენეჯერი – ზაზა ქოიავა.

სპორტის სახეობა უშუ კუნგფუში – 23-28 აგვისტოს, ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს –

ახალგაზრდებს შორის:

სოფიკო აფხაზავას – I და III საპრიზო ადგილი;

მარიამ არზიანს – II და III საპრიზო ადგილები;

დიდებს შორის:

  • მაკა გაბესკირიას – I და II საპრიზო ადგილები
  • მწვრთნელები – ვასილ დუნდუა და ნუგზარ ნიკოლენკო.
  • მენეჯერი – ზაზა ქოიავა.

სპორტის სახეობა ჭიდაობა სამბოში- 19-23 აპრილს, ისრაელის ქალაქ ხაიფაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს ჭაბუკებს შორის: გივი კვინჩიას- III საპრიზო ადგილი;მწვრთნელები – ნუკრი ბერაია და ვალერი გიგიბერია.

სპორტის სახეობა ჭიდაობა ძიუდოში ვეტერანებს შორის- აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს:

  • გივი ნადარეიშვილს – III საპრიზო ადგილი;
  • ლაშა მიქაბერიძეს – III საპრიზო ადგილი;
  • მენეჯერი – გია გუგუშვილი.

2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ლიგის (11×11) გამარჯვებულ ფეხბურთის სამოყვარულო გუნდს „ჭაბონამა.“ მენეჯერი – დავით დგებია.

მერმა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს კიდევ ერთხელ მიულოცა მიღწეული შედეგი და წარმატება უსურვა შემდგომ გასამართ ტურნირებში. ასევე თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.