წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

  • ფოთში, პროექტ “ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, 34 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა.

“ჩემი პირველი კომპიუტერი”- პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, უკვე მე-15 წელია წარმატებით ახორციელებს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა .

მოსწავლეებს კომპიუტერები ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, გოჩა ქორქიასთან ერთად გადასცა.

პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.