“ხელოვნების ძალა”

  • ფოთში, შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა “ხელოვნების ძალა“ მიმდინარეობს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა, 19-21 თებერვლის ჩათვლით, ქალაქ ფოთის აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში ხორციელდება და მასში ბავშვთა ცენტრში მყოფი მოზარდები მონაწილეობენ.

შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ფოთის ბავშვთა ცენტრში მყოფი მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარება და წარმოჩენა.

საგანმანათლებლო პროგრამა ,,ხელოვნების ძალა“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით იმართება.