აკაკი ყალიჩავას წარმატება ჭადრაკში

  • პოლონეთში დასრულდა ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი, რომელშიც კონტინენტის 500-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ფოთის საჭადრაკო სკოლა “ნონას” ინფორმაციით, ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზა ფოთის საჭადრაკო კლუბის აღზრდილმა, ფიდეს ოსტატმა – აკაკი ყალიჩავამ. მან 6.5 ქულა მოიპოვა ძლიერ მეტოქეებთან პაექრობაში და შეასრულა საერთაშორისო ოსტატის მესამე, საბოლოო ნორმა.

ასევე, აკაკიმ ფიდეს რეიტინგი 38 პუნქტით გააუმჯობესა და მისი მიმდინარე რეიტინგი 2360-ს შეადგენს.