კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრი

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრის ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს ქალაქ ფოთში. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით, მათ შორის გაეცნონ ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს, მიიღონ ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემის და ლანდშაფტების შესახებ. ასევე ვიზიტორთა ცენტრში მოწყობილია საგამოფენო დარბაზი.

მათთვის ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება სურს, კოლხეთის ეროვნულ პარკში სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *