კოლხური კულტურის მუზეუმი

  • მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში,   ფოთის მერს ნიკო ნიკოლაძეს, კოლხური კულტურის მუზეუმის ასაშენებლად, გერმანელი არქიტექტორი ედმონ ფრიკი მოუწვევია.

მუზეუმი წარმოდგენილია ორი კაპიტალური შენობით: მთავარი კორპუსით და ნიკო ნიკოლაძის მემორიალური კოშკის სახით.
კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმი, კოლხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სახელით 1933  წელს დაარსდა.
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის პირველ სართულზე წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალები, რომლებიც აღმოჩენილია საქართველოს შავი ზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლზე.

მუზეუმში  ოცი ათასამდე ექსპონატი ინახება, რომელშიც გაერთიანებულია ძველი კოლხეთის  არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ქალაქის ისტორიის ამსახველი ფაქტები.
კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმის არსებობა ფოთში შემთხვევითი მოვლენა არ არის. ფასიზი ისტორიული თვალსაზრისით  კოლხეთის სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

მუზეუმის ფონდ-საცავებში ინახება ნუმიზმატიკური მასალები: ალექსანდრე მაკედონელის, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს და რუსეთის იმპერატორ ელისაბედ I-ის სახელობის ოქროს მონეტები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *