- დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ფოთის ცენტრალურ პარკში.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო სპეციალური გასართობი სივრცე ზღაპრის გმირების მონაწილეობით. მაყურებელი დაესწრო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვას, სხვადასხვა სახის ვორქშოფსა და ადგილობრივი შემსრულებლების თეატრალურ წარმოდგენებს.
კულტურული ღონისძიებები კი დაასრულა ბენდ “გრიფის” კონცერტმა.