- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.
ღონისძიების ადგილი: ცენტრალური მოედანი, პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი.
14:00-19:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
14:00-19:00 – საბავშვო სივრცე: შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, თამაშები, მასტერკლასები;
14:00-18:00 – თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
15:00-17:00 – ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი;
14:00-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ხალხურ საკრავთა ანსამბლი, ვოკალური ანსამბლი „ფაზისი“, ანსამბლი „თაობა“, საესტრადო სტუდია „ანა-ბანა“, ფოთის სალოტბარო სკოლა, ანსამბლი „იაგუნდი“, სტუდია ენკი-ბენკი, ანსამბლი „არგონავტები“, ანსამბლი „ლაზიკა“, ანსამბლი „როკვა“, ანსამბლი „თეთრი თოლია“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორტანი“;
17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა;
17:30 – ქალაქ თბილისის მერიის ბიგ-ბენდი.