პატრიარქის პანაშვიდზე თბილისში გამგზავრების მსურველთათვის, 21 და 22 მარტს ფოთის მუნიციპალიტეტი უფასო ტრანსპორტს უზრუნველყოფს

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პანაშვიდზე თბილისში გამგზავრების მსურველთათვის, 21 და 22 მარტს ფოთის მუნიციპალიტეტი უფასო ტრანსპორტს უზრუნველყოფს.

ტრანსპორტის გასვლის დრო და შეკრების ადგილი:

21 მარტი – გამგზავრება 10:00 საათი

22 მარტი – გამგზავრება 07:00 საათი

ქალაქი ფოთი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია.

თბილისში გამგზავრების მსურველები სიაში ჩასაწერად დღეს 18:00-მდე დაუკავშირდით:

592 39 11 00;

0493 22 12 95

გარდა ამისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება “საქართველოს რკინიგზა”.