დავით ვერავამ მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს – რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საერთო კრებები დასრულდა, მერიების ნაწილმა უკვე მოახდინა შერჩეული პროექტების საკრებულოსთვის წარდგენა, დარჩენილი მუნიციპალიტეტბი კი უახლოეს პერიოდში წარუდგენენ საკრებულოს შერჩეულ პრიორიტეტებს, რის შემდეგაც პროექტირება და შესაბამისი სამუშაოების შესრულება მოხდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები.

ამ შემადგენლობით მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველკვირეულად გაიმართება. თვეში ერთხელ კი შეხვედრებს გაფართოებული ფორმატით მერებთან ერთად მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.