24-26 ივლისს ფოთი მასშტაბურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს

  • მალთაყვაში, „ოქროს ტბის“ ტერიტორიაზე გაიმართება წყალსათხილამურო სპორტში ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატი.

20-მდე ქვეყნიდან 120-მდე სპორტსმენი იასპარეზებს სამ დისციპლინაში: სლალომში, ფიგურებში და ტრამპლინიდან ხტომაში.

ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს სპორტის მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც დეტალურად განიხილეს ყველა საორგანიზაციო საკითხი.