საცხენოსნო შეჯიბრება მალთაყვაში

  • 1 და 2 აგვისტოს, 16:00 საათიდან, მალთაყვის სანაპიროზე დოღსა და კონკურში (ბარიერების გადალახვა) საცხენოსნო შეჯიბრება გაიმართება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში საქართველოს ათამდე ქალაქიდან ჩამოსული საუკეთესო მხედრები მიიღებენ მონაწილეობას და მაყურებელს სანახაობრივ ასპარეზობას შესთავაზებენ.