მაკა გაბესკირიას წარმატება

  • ფოთელი სპორტსმენი, მაკა გაბესკირია საქართველოს ტაიძის (Taiji) ნაკრების შემადგენლობაში ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, მსოფლიოს ტაიძი ცუანის მე-5 ჩემპიონატზე მონაწილეობდა, სადაც 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, ტურნირში მსოფლიოს 44 ქვეყნის 400-მდე საუკეთესო სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.