ფოთის საჭადრაკო კლუბში, სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა U2000 და U1600 რეიტინგ კატეგორიებში

  • ფოთის საჭადრაკო კლუბში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა U2000 და U1600 რეიტინგ კატეგორიებში.

ტურნირში მონაწილეობს 90-მდე მოჭადრაკე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის: თბილისი, ქუთაისი, გურჯაანი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მარტვილი, ლანჩხუთი, ხობი, საჩხერე, სენაკი, ხაშური და ფოთი.

ტურნირი ტარდება FIDE-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. შეჯიბრში ითვლება FIDE-ს რეიტინგი. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 3 500 ლარს.

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს შესაბამის რეიტინგ კატეგორიაში.