პოლიციამ ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტზე 3 პირი დააკავა

  • შსს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ზ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული დ.ღ. ფოთში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ.სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავეს”.

უწყების ცნობით, დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ფოთში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, ხოლო ქუთაისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს”.-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *